“აქცია–პროტესტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ” – ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია ჯავახეთში გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორმა გამართა. კახა კუდავა ახალქალაქის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეეებს საჩუქრად გამომცემლობების: “არტანუჯის”, “დიოგენესა” და “ინტელექტის” მიერ დაბეჭდილი წიგნები გადასცა.