დღეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. კანდიდატებს შორის მშობლებმა და პედაგოგებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.