კლასიკა, ქალაქური, ხალხური, რომანსი– ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით წარსდგნენ ახალციხელი მსმენელის წინაშე ბორჯომიდან ჩამოსული მუსიკოსები. მათ ადგილობრივებს რამდენიმე განსხვავებული ნომერი წარუდგინეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს. 8 წევრისგან შემდგარი ანსამბლი ქალაქ ბორჯომში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა.