სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბილინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტრენინგ-სემინარს ჯავახიშვილის, ილიას, სამცხე-ჯავახეთის, ლატვიის, ლიტვის, გერმანიისა და უკრაინის უნივერისტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბილინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. ღონისძიებაზე მულტილინგვური თეორიული და პრაქტიკული ასპექტების განხილვა მოხდა.