დროს მორგებული ადამინი და მისი დამოკიდებულება საზოგადოებასთან– ასეთია სპექტაკლის მთავარი გმირი, რომლის სახე დღეს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ადგილობრივმა მსახიობმა, ლაშა ბუტულაშვილმა გააცოცხლა. ახალციხელმა მაყურებელმა პრემიერა, სახელწოდებით ,,ყვარყვარე“ იხილა. მე–20 საუკუნის ყვალასათვის ნაცნობი პიესა ადგილობრივი თეატრის სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით, განსხვავებული ინტერპრეტაციის დაიდგა.