ასპინძის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, რომელიც დაბისა და ორი სოფლის წყლით მომარაგებას ითვალისწინებს, სრულდება. 1 800 000 ლარიანი პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ნაწილი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს ასპინძის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული კომპანია „აზერი” ახორციელებს.