”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

უბედური შემთხვევა ახალციხეში

mdinare

მდინარე ფოცხოვში, სავარაუდოდ, თევზაობის დროს დღეს 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა ახალციხის ხელოვნური ტბის მოპირდაპირე მხარეს მოხდა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შეტყობინება, დაახლოებით, 16:30 წუთზე შემოვიდა. რის შემდეგაც მითითებულ მისამართზე დროულად გავედით” – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანტონ გიგოლაშვილი.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე ტელეფონი, ტანსაცმელი და ანკესი დახვდათ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა თევზაობის დროს დაიხრჩო.
მაშველები ცხედარს, დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში ეძებდნენ. მოზარდის სხეული საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ფოცხოვში იპოვეს, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ამ დროისათვის ცხედარი ახალციხის რაიონულ პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Information

This entry was posted on 04/06/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე