”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთში ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასრულდა

სამცხე-ჯავახეთში დაავადება „ჯილეხზე” შინაური პირუტყვის ვაქცინაცია დასრულდა. პროფილაქტიკური აცრები ისეთ ზონებში ჩატარდა, სადაც დაავადების კერები არსებობდა. რეგიონის მასშტაბით, ჯილეხზე 5000-მდე მსხვილფეხა და 3200-მდე წვრილფეხა პირუტყვი აიცრა. პროფილაქტიკური ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული დაცვის სააგენტომ განახორციელა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე