28 მაისს დილიდან მზის გარშემო შავი რკალი შეინიშნებოდა. მისი დანახვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალითაც. აღნიშნულ ფაქტს ასტრონომები ბუნებრივ მოვლენას უწოდებენ და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მზის ირგვლივ არსებულ ჩრდილს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაშიც აკვირდებოდნენ.