მხიარული სტარტები ახალციხეში. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სპორტული სკოლის შენობაში სახალისო თამაშები გაიმართა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 20–მდე სკოლამ მიიღო. დღეს ფინალურ შეხვედრაში ტურნირის პირველადგილოსანი გამოვლინდა, რომელიც შემოდგომაზე ქვეყნის საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდება.