საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმარება. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამგეობის ტრადიციულ თათბირზე გახდა. ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა და გამგეობის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, მათ რამდენიმე მიმდინარე პროექტი განიხილეს.