ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული პირების უფლებებს დაიცავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის რეგიონული სამსახური სამცხე–ჯავახეთში დაფუძნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს დაეხმარება. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიციელების უფლებები ქვეყანაში ყველაზე ხშირად ირღვევა, ამიტომ ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხზე აქტიურად იმუშავებს.