ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერთა ნაწილი დაესწრო. პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში პოლიტპატიმრები შეიკრიბნენ. მათ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საწინააღმდეგო აქცია მოაწყეს.