”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესიკ ბლიაძე : „ჭაჭარაქში მდებარე ნაგავსაყრელი გაუქმდება“

ბესიკ ბლიაძე : „ჭაჭარაქში მდებარე  ნაგავსაყრელი გაუქმდება“

სოფელ ჭაჭარაქში მდებარე ნაგავსაყრელი, სადაც შ.პ.ს. „კეთილმოწყობას“ მუნიციპალიტეტის ნაგავი გააქვს, ახლო მომავალში გაუქმდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ნაგავსაყრელის ნაცვლად, გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას სთავაზობს.
„ეს შორეული პერსპექტივა არ არის. რადგან მოვიდა მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს გადავცეთ აღნიშნული ნაგავსაყრელი, ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოს მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება“ – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.
მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი სოფელ ჭაჭარაქში წლებია არსებობს. მის გარშემო მოსახლეობის სასოფლო–სამეურნეო სავარგულებია განთავსებული. ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის თქმით, ადგილობრივები აღნიშნული ნაგავსაყრელის შემოღობვას ითხოვენ, რადგან ნაგავი მათ ნათესებში იფანტება.
იმის გამო, რომ ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება, ბესიკ ბლიაძე ნაგავსაყრელის შემოღობვის საჭიროებას ვერ ხედავს.

Information

This entry was posted on 20/05/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე