ასპინძის ქუჩის მოუგვარებელ პრობლემაზე, ტელეკომპანია „მეცხრე არხის” თოქ-შოუში ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, დაზარალებულებმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა „დიალოგის” პირდაპირ ეთერში მწვავე დისკუსია გამართეს. ვის კომპეტენციაში შედის სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის შეკეთება -ერთსაათიანი მსჯელობისა და დისკუსიის მიუხედავად ისევ გაურკვეველი დარჩა.