
16 მაისს, ,,ექოს“ პირდაპირ ეთერში პაატა მაისურაძემ, განაცხადა, რომ ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის წინააღმდეგ არაერთი დოკუმენტი აქვს, რომელიც მის დანაშაულზე მეტყველებს და შესასწავლად პროკურატურას გადაეცა. პაატა მაისურაძემ აგრეთვე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე მერაბ ველიჯანაშვილზეც, რომელმაც მისი თქმით ლევან ცაბაძის სასარგებლოდ საკრებულოს წევრებზე ზეწოლა მოახდინა.
,,მე ვიცი და მაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ საკრებულოს 22–მა წევრმა ერთხმად ლევან ცაბაძე, სწორედ ზეწოლის შედეგად აირჩია“–განაცხადა ,,ექოს“ პირდაპირ ეთერში პაატა მაისურაძემ, სადაც ლევან ცაბაძეც იყო მიწვეული, თუმცა მან სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მოსვლა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება მერაბ ველიჯანიშვილს, მან ,,ექოსთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პაატა მაისურაძის ბრალდება უსაფუძვლოა – ,,ეს არის სრული აბსურდი და სისულელე რასაც ის ამბობს, მე დეპუტატებზე არანაირი ზეწოლა არ მომიხდენია. ყველა მათგანს ქონდა არჩევანის თავისუფლება“.