
ახალციხის ციხე ხვალ ფესტივალ „რაბათის გაზაფხულს“ უმასპინძლებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლები მესხი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება ციხის ქვედა ნაწილში – ამფითეატრში 13 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი. ,,რაბათის გაზაფხულში” მონაწილეობას 20– ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. ფესტივალი მესხეთში საქართველოს ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კავშირისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი 11 მაისს გაიხსნა, მას შემდეგ კომპლექსმა ორ ღონისძიებას, ფესტივალ ,,ქართულ სულსა” და ,,თამარობას” უმასპინძლა.