„ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების ახალი ეტაპი დაიწყო. წყალთბილას ტერიტორიულ გაერთიანებაში შემავალ სოფელ წინუბანში ცენტრის თანამშრომლები თავდაპირველად გამტარი ხაზის შეცვლას ახდენენ, რის შემდეგაც ახალი მრიცხველების დამონტაჟება დაიწყება.