ახალციხეში სტიქიით დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. საბარგო სადგურის დასახლების მკვიდრები, რომლებსაც სეტყვამ 12 მაისს ხილ-ბოსტნეული გაუნადგურა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან ყურადღებას ელიან. რეაგირებას ითხოვენ ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა საცხოვრებელსაც ქარმა სახურავი 23 აპრილს გადახადა.