სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული ივანე წიკლაური დღეს სამუშაო ვიზიტით, მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე მხარეს, არდაგანს სტუმრობდა. მან მხარის გუბერნატორთან და სასაზღვრო კომისართან სეიფეთთინ აზიზოღლუსთან საპროტოკოლო შეხვედრა გამართა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს საზღვრისპირა მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.