მოუწესრიგებელი საირიგაციო სისტემა, სასმელად უვარგისი წყალი, დაზიანებული გზა – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც სოფელ გომაროს მაცხოვრებლებს აწუხებთ. მათი თქმით უწყლობის გამო მოსავალი ნაკლებია. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში კი მათ პირველად დახმარებას ვერავინ უწევს.