”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მალხაზ ჟუჟუნაძე გამგებლის მოადგილედ დაინიშნა

მალხაზ ჟუჟუნაძე გამგებლის მოადგილედ დაინიშნა

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილედ მალხაზ ჟუჟუნაძე დაინიშნა.
აღნიშნული თანამდებობა მანამდე 2012 წლის 12 დეკემბრიდან ავთანდილ თელიაშვილს ეკავა, რომელმაც იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტი თორნიკე ხმალაძე შეცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია ,,ექოს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მაკა სამსონიძემ დაუდასტურა.
მალხაზ ჟუჟუნაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობდა. მას ჯერ ძალოვან უწყებებში ეკავა წამყვანი თანამდებობები, შემდეგ კი ახალციხის # 37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. 2007 წელს იგი ნარკოტიკების შეძენა –შენახვის ფაქტზე უკანონოდ დააკავეს. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ კი ბრალი თავისუფლების სანაცვლოდ აღიარა და საპატიმროდან საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა. დღეისათვის მალხაზ ჟუჟუნაძე პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. მას პროკურატურაში საჩივარი აქვს შეტანილი, რის საფუძველზეც უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Information

This entry was posted on 10/05/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე