საქართველოს მასშტაბით “ენერგო–პრო ჯორჯია” გამრიცხველიანების ახალ ეტაპს იწყებს. ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრში მრიცხველები პირველად წყალთბილას ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ წინუბანში დამონტაჯდება. მიმდინარე წლის მაისიდან დეკემბრამდე “ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში 14 სოფლის გამრიცხველიანება აქვს დაგეგმილი.