”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დავით კახიშვილი სატყეო–სამმართველოდან გათავისუფლებულია

დავით კახიშვილი სატყეო–სამმართველოდან გათავისუფლებულია

1 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის, სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსად დავით კახიშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ,,ექოს” გუშინ კახიშვილმაც დაუდასტურა. თუმცა როგორც დღეს გაირკვა, სამცხე–ჯავახეთის სატყეო–სამმართველოს უფროსის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. აღნიშნული პოსტი 2013 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის 30 აპრილამდე, ვიქტორ კვირცხალიას ეკავა. როგორც მან ,,ექოს” სატელეფონო საუბრისას განუმარტა, თანამდებობაზე მუშაობის გასაგრძელებლად განცხადება დაწერილი აქვს– ,,ჩვენ ყოველთვიურად გვიფორმდება ხელშეკრულებები, რომელიც წყვეტს ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საკითხს. 30 აპრილს გაუვიდა ვადა ჩემს ხელშეკრულებას და ველოდები განაცხადს დამნიშნავენ თუ არა ისევ თანამდებობაზე, სადაც ამ დრომდე ვმუშაობდი”–აცხადებს ვიქტორ კვირცხალია. რაც შეეხება დავით კახიშვილს, რომელიც ამავე სამმართველოში უფროს მეტყევედ 2012 წლის ივნისის თვიდან, მიმდინარე წლის 30 აპრილამდე მუშაობდა და 1 მაისს უფროსის თანამდებობაზე მოიაზრებოდა, დღეის მდგომარეობით სამსახურიდან გათავისუფლებულია. ,,მქონდა ინფორმაცია, რომ დავინიშნე უფროსის თანამდებობაზე, დღეს უფროს მეტყევედაც აღარ ვმუშაობ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს” –აცხადებს კახიშვილი. სატყეო–სამმართველოში ვითარების გარკვევას სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ ელოდებიან.

Information

This entry was posted on 02/05/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე