
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ტყის მასივს ცეცხლი ორი სოფლის, დაბაძველისა და ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, განმარტავს ,,ექოსთან“ საუბარში, ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის, სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით კახიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დაინიშნა.
,,ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახურისა და სატყეო–სამმართველოს ჯგუფები, თუ რა ფართობი დაიწვა ჯერჯერობით არ ვიცით, ზარალი ლიკვიდაციის შემდეგ დაითვლება, ჯერჯერობით არ ვიცით რამ გამოიწვია ხანძარი“ –აცხადებს დავით კახიშვილი.