ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სრული ლიკვიდირება ვერ ხერხდება
სოფლების დაბაძველისა და ციხის–ძირის ტერიტორიაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ახალციხისა და ბორჯომის სახანძრო-სამაშველო რაზმები ხანძრის ლოკალიძებას ერთი დღის მანძილზე ცდილობდნენ. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია ტყის მასივის 10 ჰექტრამდე ფართობი.