სამცხე–ჯავახეთში სასოფლო–სამეურნეო ბარათები რიგდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში მას, კიდევ, 8850–მდე ადამიანი მიიღებს. ბარათების დარიგების პარალელურად გამგეობაში პრობლემატურ სიებზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს, რადგან სახემწიფოს აღნიშნული დახმარება სრული რაოდენობით არც ამჯერად ჩამოვიდა.