
სამართალდამცველებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალთბილის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული დააკავეს. პეტროს ვართანიანს, ბრალი ქრთამის აღებაში ედება. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, მომხდარის შესახებ მან 26 აპრილს გაიგო. ,,ფინანსური პოლიციიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პოღოს ვართანიანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი, დეტალებს ხვალ გავარკვევ. რაც შეეხება მის პიროვნებას, მე მას თვენახევარია რაც ვიცნობ, მას შემდეგ რაც ახალციხის გამგებლად დავინიშნე, თავის საქმეს და დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, სხვა არაფერი ვიცი, განმარტავს ბესიკ ბლიაძე. ,,ექო” ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მოგვიანებით მოგაწვდით.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ, ქრთამის აღების ფაქტზე 17 აპრილს, ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ ტაბიძეც დააკავა.