ასპინძის მუნიციპალიტეტში საირიგაციო წყალსაცავის მშენებლობა დასრულდა. სოფელ ხიზაბავრის ტერიტორიაზე მდებარე საირიგაციო წყალსაცავი ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა, თუმცა მასთან დაკავშირებით გაურკვევლობა უკვე შეიქმნა. ადგილობრივ თვითმართველობაში განმარტავენ, რომ სარწყავი სისტემა ორ სოფელს მოამარაგებს, თუმცა საპირისპიროს ამბობენ სოფელ ხიზაბავრის მკვიდრნი.