ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დებატები გაიმართა. ოთხი სასწავლო დაწესებულების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა თემის ირგვლივ არგუმენტირებულ მსჯელობაში, პრეზენტაციის უნარსა და ემოციის მართვაში შეეჯიბრნენ. სასკოლო დებატების პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა” ახორციელებს.