”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ,,სირცხვილის კორიდორი“ აღარ მოაწყო

,,ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ,,სირცხვილის კორიდორი“ აღარ მოაწყო

,,ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ,,სირცხვილის კორიდორი“ აღარ მოაწყო. მიუხედავად ამისა, დღეს დილიდან სოფელ აწყურთან,,ოცნების“ 20–მდე წევრი შეიკრიბა. ,,ექოს“ გადამღებ ჯგუფთან საუბრისას ორგანიზატორმა ლელა ჩიტორელიძემ, რომელმაც გუშინ ,,ექოსთან“ სირცხვილის კორიდორის“ მოწყობის შესახებ დააანონსა, განაცხადა, რომ აწყურთან ,,ნაციონალური მოძრაობის აქციაზე“ წამსვლელთათვის, ,,სირცხვილის კორიდორი აღარ მოეწყობა.
,,არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ ამით ხელს ვუშლით აქციაზე წამსვლელებს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი აზრის დაფიქსირება გვინდოდა, იმის, რომ აღარ გვსურს უკან დაბრუნება, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სამცხე–ჯავახეთი არ არის ვინმეს საკუთრება, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ ზოგიერთებს. ნაციონალებს დრომ წაართვა ხელისუფლება და დრო კი ამ სამყაროში არავის, არაფერს უბრუნებს“–განაცხადა ლელა ჩიტორელიძემ.

Information

This entry was posted on 19/04/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე