
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის გელა დემეტრაძის განცხადებით, დღეს დედაქალაქში გამართულ აქციას რეგიონიდან 1500–მდე ადამიანი შეუერთდება. მისი თქმით ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებთან ერთად აქციას მოქალაქეებიც უერთდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია დღის 16:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები მხარდამჭერებს ქვეყნის ყველა რეგიონიდან ელოდებიან.