”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გუჯა ბიჭაშვილი: ,,არ ვიკადრებ, რომ ცოცხების პარტიის წარმომადგენლებს პასუხი გავცე”

ახალციხის ციხის დირექტორი დეპუტატ გოკა გაბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადებას, იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ნაციონალების აქციაზე წამსვლელებს ხელს რაბათის კომპლექსის დირექტორი უშლის, 18 აპრილს გააკეთა. გუჯა ბიჭაშვილი ,,ექოსთან“ დეპუტატის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ სამარცხვინო და საფუძველს მოკლებული როშვაა გოკა გაბაშვილის კომენტარი. მისი თქმით ,,მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ჰგონიათ, რომ დღესაც იგივე ხდება. ჯერ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაიწყეს ბოდვა, ეხლა კი ცოცხების პარტიის სხვა წარმომადგენლები აყვნენ“– ამბობს გუჯა ბიჭაშვილი.

Information

This entry was posted on 19/04/2013 by in პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე