”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გელა დემეტრაძე: ,,მიხვდნენ, რომ ,,სირცხვილის კორიდორს“ საკუთარ თავებს უწყობდნენ“

გელა დემეტრაძე: ,, იქ ისეთი ხალხი იდგა, მიხვდნენ, რომ ,,სირცხვილის კორიდორს“ საკუთარ თავებს უწყობდნენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძვანელობაც მიიღებს. როგორც „ექოსთან“ სატელეფონო საუბარში, გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე ამბობს, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ვანო წიკლაური, თავად და კიდევ ორი მოდგილე დედაქალაქში აქციაზე დასასწრებად უკვე მიემგზავრებიან.
„დღეს ჩვენს აქციაზე წასვლას ახალციხიდან ორგანიზებული სახე არ ჰქონია. არ ჩავთვალეთ საჭიროდ გავსულიყავით დროშებით, პლაკატებითა და ავტომანქანების კოლონებით, ვისაც სურვილი ჰქონდა თავიანთი ტრანსპორტით წამოვიდნენ“–ამბობს გელა დემეტრაძე.
გუბერნატორის მოადგილე, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ,,სირცხვილის კორიდორის“ მოწყობის მცდელობასაც გამოეხმაურა. „იქ ისეთი ხალხი იდგა, თავადვე მიხვდნენ, რომ ,,სირცხვილის კორიდორს“ საკუთარ თავებს უწყობდნენ“–აღნიშნა „ექოსთან“სატელეფონო საუბარში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ. მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც მოსახლეობა აქციებზე მიდიოდა, მსგავსი კორიდორების მოწყობა და გზის გადაკეტვის მცდელობა არ ყოფილა.

Information

This entry was posted on 19/04/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე