ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალ ფაზაში შედის. კარწახის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაიწყება. ადგილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს დღეს საქართველო-თურქეთის დელეგაციამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში კარწახში დროებითი გამშვები პუნქტის მშენებლობაც იგეგმება, რომლის მეშვეობითაც სპეციალისტები თურქეთიდან საქართველოში გადმოვლენ და გვირაბის მშენებლობაში ჩაერთვებიან. შეხვედრის მეორე ოფიციალური ნაწილი ხვალ თბილისში შედგება, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული შეთანხმება გაფორმდება.