ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმისათვის მოსამზადებლად, პედაგოგების შეხვედრა გაიმართა. მათ რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. პედაგოგები 20 და 24 აპრილს გამართულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და მას ფასილიტირებას გაუწევენ.