ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატყეო სექტორში მიმდინარე რეფომებზე ისაუბრეს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრებმა, საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში ტყეკაფვებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა ახალციხეში გამწვანების აქცია მოაწყეს.