ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ღრელში ეკლესიის საძირკველი დღეს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა. ადგილობრივების ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფლის შესასვლელში აშენდება.