მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა. მსახიობებმა მაყურებელს ავთო ვარსიმაშვილის “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები” წარუდგინეს. თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობს გიორგი ყორღანაშვილს გადაერიცხება