”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელი მოსწავლეების საქველმოქმედო აქცია ნინოწმინდაში

პირველი საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბის,  „ოცნებიდან რეალობამდე“–ს  წევრებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყეს. მოსწავლეები წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საჩუქრად ტანსაცმელი და სურსათი გადასცეს.

საქველმოქემდო აქციაში მონაწილეობა ახალციხის მეორე, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს. მათ სურსათ–სანოვაგე ქალაქში შეაგროვეს.

მოსწავლეებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონცერტი და შემეცნებითი გასართობი ღონისძიებებიც  შესთავაზეს. კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაუწია. იგი  ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

Information

This entry was posted on 09/04/2013 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე