ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდებმა ჯამრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ისინი მედიკოსებს ესტუმრნენ, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრეს. შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ სკვერში “ფლეშმობი” დადგეს. ცეკვაში სპორტის ელემენტები იყო ჩადებული. მოცეკვავეებმა საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდეს.
მოცეკვავეთა ჯგუფი რვა კაცით იყო დაკომპლექტებული. ქორეოგრაფის ნათია ნადირაძის განმარტებით, რეპეტიციები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირმა” გაუწია.
ჯამრთელობის საერთაშორისო დღე გაეროს კალენდრის მიხედვით ყოველი წლის 7 აპრილს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და ღონისძიებები იმართება.