”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხარების დღესასწაული ახალციხეში

7 აპრილს მართმადიდებლურმა ეკლესიამ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინა.

ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელს კაცობრიობას ეუწყა, რომ უფალმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან კაცობრიობის გადამრჩენი ძე ღვთისა იშვებოდა.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო წირვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფემ ლოცვის დასასრულს მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშველობაზეც ესაუბრა.

ხარების დღესასწაული შვიდ საუფლო დღესასწაულს შორისაა. მართმადიდებლური სამყარო დღესასწაულს ყოველი წლის 7 აპრილს აღნიშნავს.

ხარების დღესასწაულთან ერთად ქართული სამოციქულო ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღესაც აღნიშნავს. მეუფე თეოდორემ ქადაგევბისას ჯვრის ძალაზეც ისაუბრა და მორწმუნეებს საკუთარი ჯვრის ღირსეულად ზიდვისკენ მოუწოდა.

ამ დღეს მარხულთათვის თევზით ხსნილია. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს ქართული ეკლესია ყოველთვის დიდი მარხვის მესამე კვირას აღნიშნავს.

Information

This entry was posted on 07/04/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე