ახალციხის განახლებულ ციხეში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ ისტორიული კომპლექსი დაათვალიერეს და აქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. სამინისროს ჯგუფის რაბათში ვიზიტი, ბოლო დროს გაჟღერებულმა საკითხებმა გამოიწვია. რომლის მიხედვითაც, განახლებულ ციხეში, რესტავრაციის შემდეგ, არაერთი პრობლემა წარმოიშვა და ხარვეზები დაფიქსირდა.