ახალციხის ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ისტორიულ ციხეში არსებულ მდგომარეობასა და ხარვეზებზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, არქიტექტორებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა იმსჯელეს. რაბათის თემაზე გამართულ მრგვალ მაგიდას “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილიც დაესწრო.