პოლიტპატიმრების საინფორმაციო აქცია სამცხე-ჯავახეთში. მესხ პოლიტპატიმრებს თბილისიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორებმა შეხვედრები ბორჯომში, ასპინძასა და ახალციხეში გამართეს. ნანა კაკაბაძემ ადგილობრივებს, 14 აპრილს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.