აწყურის პრობლემაზე საქართველოს პარლამენტში იმსჯელებენ. ახალციხის მაჯორიტარი დეპუტატი დამეწყრილი სოფლის საკითხის დაყენებას ხვალ საკანონმდებლო ორგანოში გეგმავს. აწყურის მეწყერსაშიში ზონიდან გამოსახლებული 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დაზარალებულები ხელისუფლებისაგან დახმარებას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.