სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება 3 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რწმუნებულებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ თათბირზე განუცხადა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებიც.