”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მორიგი შოუ ,,ახალციხის ციხე”-ში

მორიგი შოუ ახალციხის ციხეში

,,ახალციხის ციხე” მალე ფრანგული ,,ფორტ ბოიარდის ციხის”  მსგავსი გახდება. რაბათის ტერიტორიაზე, ციხის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, კალიფსო თრეველისა და ინსენთივ–ტურის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „რაბათის ციხის საგანძური“ ხორციელდება. როგორც ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შოუსთვის ციხის ქვედა ნაწილის ოთხკუთხა აუზი, ზემო კარიბჭე, კოშკი თავისი გასასვლელებით და მედრესე იქნება გამოყენებული.
თამაშებისა და წინააღმდეგობების სიუჟეტები საქართველოს, კონკრეტულად, მესხეთის ისტორიულ მომენტებზე იქნება აგებული.
ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, თამაშისათვის 8 ოთახი მზადდება, ინტელექტუალური თამაშებისათვის განკუთვნილი 4 ოთახი კი მედრესეში განთავსდება. აქ მონაწილეები საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდიან.
გამარჯვებულები 8 გასაღებს მიიღებენ და სიტყვა კოდის გამოცნობა მოუწევთ, რის შემდეგაც ციხის დაბლა ნაწილში განთავსებულ აუზში 3000 ლარის ოდენობის მონეტა ჩამოიცლება. მონაწილეებს 3 წუთის განმავლობაში საშუალება ექნებათ წყლიდან რაც შეიძლება მეტი მონეტა ამოიღონ. რაბათის ხელმძღვანელთა განცახდებით თამაშები 4 და 5 აპრილს გაიმართება.
,,ახალციხის ციხის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მონაწილეებს საინტერესო თავგადასავალი ელოდებათ.

Information

This entry was posted on 02/04/2013 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე