”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ემუქრება თუ არა განადგურება ,,ახალციხის ციხე”-ში ქრისტიანულ სიმბოლოებს?

ემუქრება თუ არა განადგურება ახალციხის ციხეში ქრისტიანულ სიმბოლოებს?

ახალციხის ციხესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ერთი საათის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა. “გვინდა გაგაცნოთ ის დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა საქართველოს მთავრობის მხრიდან და მომზადებულია საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ. დოკუმენტები არის გრიფით “ფრიად სასწრაფო” და შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მხარე თურქი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციას, ამავე საუკენეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე, 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას – გუმბათის ფერის შეცვლა და არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფრით ჩანაცვლება, ასევე პირვანდელი რკინის სხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება”, – განაცახადა მანანა მანგჯალაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება.

თურქული მხარის მოთხოვნა თუ საქართველოს მთავრობის ინიციატივა– ემუქრება თუ არა განადგურება ახალციხის ციხეს. თემაზე ,,ექოს“ გადამღები ჯგუფი მუშაობს – დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Information

This entry was posted on 02/04/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე