კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა
ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკე ქრისტიანებმაც იზეიმეს. ახალციხეში, რაბათის უბანში ახლად გახსნილ ტაძარში სადღესასწაულო მესა და ღამისთევის ღვთისმსახურება აღესრულა.